ისტორიულ-კულტურული გარემო


- “ლამაზი მონასტერი”
მონასტრიდან 7 კმ-ში ქციის ხეობაში მდებარეობს 1189-1209წლებში აშენებული დიდი სამონასტრო კომპლექსი ე.წ. “ლამაზი მონასტერი”. ამჟამად, სამონასტრო კომპლექსის ძირითადი ტაძრის სამხრეთ კედელი მთლიანად ჩამონგრეულია. ტაძარი შემკობილია განვითარებული შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ლამაზი მოჩუქურთმელი ქვებით. ტაძრის სამხრეთ მხარეს მიწაზე შემორჩენილია ღვთისმშობლის ფრესკა და არქიტრავის ქვა საკმაოდ გრძელი ასომთავრული წარწერით. სამონასტრო კომპლექსი უნიკალურია არამარტო ტაძრის სიდიდითა და გარეშემოსილობით, არამედ თვით კომპლექსში შემორჩენილი უამრავი ნაგებობებით.


,,რევაზაშენი’’
მონასტრიდან 7კმ-ში გომარეთის პლატოს კიდეზე, ქციის ხეობის ,,მეთვალყურედ’’ მდებარეობს VIII-IX სს. სამნავიანი ბაზილიკა ,,რევაზაშენი”. მისი სახელწოდება უკავშირდება გვიან საუკუნეებში ეკლესიის სიახლოვეს გაშენებულ ამავე სახელწოდების სოფელს. თუმცა ეკლესიის სიძველიდან გამომდინარე ადვილი შესაძლებელია, რომ აქ ეკლესიის თანადროული მონასტერიც არსებობდა. თავად ეკლესიას 2007 წელს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. მომავალში აქ დაგეგმილია დედათა მონასტრის დაარსება.
მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქციის ხეობასა და გომარეთის პლატოზე მდებარეობს VI-XVII სს. რამდენიმე ათეული ეკლესია-მონასტერი.

 

       Copyright © 2008
Designed by Archil Takniashvili