ქციის მარადქალწულ მარიამ ღვთისმშობლის შობის
სახელობის მამათა მონასტერი
მდებარეობს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიაში.
ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი გახლავთ
ეპისკოპოსი ზენონი
(იარაჯული)
ქციის მარადქალწულ მარიამ ღვთისმშობლის შობის
სახელობის მამათა მონასტერი
მდებარეობს სამხრეთ საქართველოში - დმანისის რაიონში, მდინარე ქციის
მარჯვენა სანაპიროზე. მონასტერი თბილისიდან დაშორებულია 100 კმ-ზე, ხოლო
რაიონულ ცენტრიდან 50კმ-ზე. მონასტერი მდებარეობს ვიწრო, მთებით
გარშემორტყმულ, ტყიან ხეობაში. მას ორი მხრიდან ჩამოუდის მდ. ქცია-ხრამში
ჩამავალი ხევის წყალი.
2008 წლის 19 ივნისს გაზეთ “საპატრიარქოს უწყებანი” N.
22; გამოქვეყნდა მონასტრის წინამძღვარის, სოფელ გომარეთის წმ. გიორგის
სახელობის ეკლესიის, სოფელ სარკინეთის წმ. ბასილი დიდის სახელობის ეკლესიის,
სოფელ ველისპირის წმ. დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარის,
მღვდელ-მონაზონ დიონისე გვიმრაძის
ინტერვიუ, გთავაზობთ ამ ინტერვიუს სრულ ელექტრონულ
ვერსიას.